saWmeli sokoebi - miqlio

Домен: Эукариоты
Царство: Грибы
Отдел: Базидиомикота
Класс: Агарикомицеты
Порядок: Лисичковые
Семейство: Лисичковые
Род: Лисичка
Вид: Лисичка обыкновенная
Латинское название Cantharellus cibarius

 

მიქლიო - (ინგ. Chanterelle) (რუს. Лисичка обыкновенная)

სინონიმი: უცნობია.

ჩვეულებრივი მიქლიო ანუ ნამდვილი მიქლიო ანუ მამლაყინწა - მიქლიოსებრთა ოჯახის სოკოთა სახეობა.

მიქლიო ჩვეულებრივი, მიქლიო ნამდვილი ან მამლაყინწა - სოკოების სახეობა მიქლიოსებრთა ოჯახისა.

აღწერა

ნაყოფის სხეული თავისი ფორმებით წააგავს ქუდფეხიანებს, ქუდი პირდაპირ გადადის ეგრეთწოდებულ ფეხში, მათ შორის მკაფიო საზღვარი არ შეინიშნება; ფერი ღია ყვითლიდან ნარინჯისფერ-ყვითლამდე.

ქუდი დიამეტრით 2-12სმ, ხშირად ტალღისებური კიდეებით ან არასწორი ფორმის, თავიდან მოხრილ-გადაშლილი, ამობრუცული, მერე ჩაჭყლეტილი, ბრტყელი, შეკეცილი კიდეებით და ცენტრში ჩაჭყლეტილი, მომწიფრბულ სოკოებს ძაბრისმაგვარი. ქუდის ზედაპირი გლუვი. კანი ძნელად შორდება ქუდის რბილობს.

რბილობი მკვრივი-ხორციანი, ფეხში ბოჭკოვანი, კიდეებზე ყვითელი და მოთეთრო ნაყოფის სხეულის შუაში, მომჟავო გემოთი და ჩირის ან ფესვების ოდნავ შესამჩნევი სუნით. დაჭერისას ოდნავ წითლდება.

ფეხი ქუდთან შეზრდილი და ერთნაირი ფერის, ან უფრო ღია, მყარი, მკვრივი, გლუვი, ძირისკენ ვიწროვდება, სისქე 1-დან 3სმ-მდე და სიგრძე 4-დან 7სმ-მდე.

ჰიმენოფორა ნაკეცებიანი (ფსევდოფირფიტოვანი), შედგება ბოჭკოვანი, ხშირად ძალიან დატოტილი ნაკეცებისგან. ჰიმენოფორა შეიძლება იყოს დაძარღვული, ძარღვები მსხვილი, იშვიათი (არანაკლებ 10ცალი/სმ), დაბალი, ჰგავს ნაკეცებს, ჩანგლიებური ან ჩანგლისებურ-დატოტილი, დაშორებით დაღმავალი ფეხზე (მიეკუთვნება აფილოფორასნაირთა სოკოებს).

სპორების ფხვნილი ღია ყვითელი ფერის, სპორები ელიფსისებური, 8,5 × 5მკმ.

განმასხვავებელი თვისება მიქლიო ჩვეულებრივის არის ის, რომ მისი რბილობში პრაქტიკულად არასოდეს ჭიანდება. სპორებში და რბილობში აქვს ჰინომანოზი, რომელიც დამღუპველად მოქმედებს ფეხსახსრიანებზე და ყველა სახის ჭიებზე (ჰელმინთებზე). ჰინომანოზი პარაზიტების ჯვერცხებს კაფსულაში აქცევს, წვავს და ანადგურებს შემცველობას.

ცვალებადობა

ცნობილია Cantharellus cibarius var. amethysteus-ის ფორმა, უფრი ღია ფერის და პატარა ზომების, ქუდის ზედაპირზე აქვს მკვრივი იისფერი ქერცლები. გავრცელებულია წიფლნარიში და შერეულ ტყეებში, სადაც წიფელიც ხარობს.

ეკოლოგია და გავრცელება

მიკორიზას (ფესვს) წარმოქნის სხვადასხვა ხეებთან, ყველაზე ხშირად ნაძვთან, მუხასთან, ფიჭვთან, წიფელთან. გვხვდება ყველგან ზომიერი კლიმატის ტყეებში, ხშირად წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ნოტიო ხავსში, ბალახებს შორის და ჩამოცვენილი ფოთლების (ნაყარის) ქვეშ. ნაყოფის სხეულები ამოდის ჯგუფებად, ხშირად ძალიან მრავალრიცხოვნად და ასევე ხშირად ამოდის ზაფხულში ქარიშხლიანი წვიმების შემდეგ.

რადიონუკლიდების (ცეზიუმი 137) დაგროვების მიხედვით განეკუთვნება „საშუალოდაგროვების“ ჯგუფს.

სეზონი ივნისის დასაწყისი, შემდეგ აგვისტო-ოქტომბერი.

მსგავსი სახეობები

საკვებად ვარგისი:

• მიქლიო ხავერდოვანი (Cantharellus friesii) უფრო მკვეთრი ნარინჯისფერი, გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.
• მიქლიო წახნაგოვანი (Cantharellus lateritius) უფრო განვითარებული, თითქმის გლუვი ჰიმენოფორით და უფრო მტვრევადი რბილობით, ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკაში, აფრიკაში, ჰიმალაიში (განსაკუთრებით ალმორის გორებზე) და მალაიზიაში.
• ირმისტუჩა ყვითელი - ამ სოკოს ჰიმენოფორა ძალიან ჰგავს კერტებს ან ეკლებს და არა ფირფიტებს.
საკვებად უვარგისი და შხამიანები:
• ცრუ მიქლიო (Hygrophoropsis aurantiaca) - თხელი რბილი რბილობი და ხშირი ფირფიტები, იზრდება არა ნიადგაზე, არამედ ტყის საფენზე (საფარზე), დამპალ მერქანზე. გვხვდება მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ხანდახან ითვლება საკვებად ვარგისად.
• ზეთისხილა ომფალოტი (Omphalotus olearius) - შხამიანი სოკო, გავრცელებულია სუბტროპიკებში (შუაზღვისპირეთში). იზრდება გამხმარ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით ზეთისხილის და მუხის ხეებზე.

გამოყენება, საკვები ღირებულება

კარგად ცნობილი საკვები სოკო, დიდად ფასობს, გამოიყენება ნებისმიერი სახით. მიქლიოები კარგად ინახება და უძლებს ტრანსპორტირებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჭიანაჭამი მიქლიო თითქმის არ გვხვდება (თუმცა მშრალ სეზონზე, თუ შემოგარენში ცოტაა სხვა სოკოები, შეიძლება ჭიანაჭამი ეგზემპლარებიც შეგვხვდეს), შეიძლება ქაშერულადაც ჩაითვალოს. უმი რბილობის მომჟავო გემო მოხარშვის მერე ქრება.

სამკურნალო გამოყენება

მიქლიო ძვირფასი სოკოა რამდენიმე პოლისახარიდის გამო, რომელსაც შეიცავს, ჰიტინმანოზი (იგივე ჰინომანოზი), ერგოსტეროლი და ტრემატონოლინის მჟავა. ჰიტინმანოზი არის ბუნებრივი ანტიჰელმინტი, ამიტომაც იყენებენ მას ჭიებისგან გასათავისუფლებლად. ერგოსტეროლი გავლენას ახდენს ღვიძლის ფერმენტებზე და აქედან გამომდინარე მიქლიო სასარგებლოა ისეთი დაავადებებისთვის, როგორიც არის ჰეპატიტი, ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება, ჰემანგიომა.

მიქლიოები (ტყეში გაზრდილი და არა ხელოვნურ განათებაზე გამოყვანილი) ერთერთი საუკეთესო მცენარეული წყაროა D2 (ერგოკალციფეროლი) ვიტამინის. ასევე შეიცავს შვიდ შეუცვლელ ამინომჟავას, ვიტამინებს А, B1, PP, მიკროელემენტებს (სპილენძს, თუთიას). მიჩნეულია, რომ ამ სოკოს მიღება აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უშლის თვალის ანთებას, ამცირებს ლორწოვანი გარსის და კანის სიმშრალეს, ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ.

სინონიმები:

• AgaricuscantharellusL. 1753basionym
• Merulius cantharellus (L.) SCOP. 1772
• Chanterel cantharellus (L.) MURRILL, 1910 და სხვ.